Party: აქცია მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით
Startseite > Vogue Lounge Bar & club > აქცია მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით
Wir melden uns, sobald die Partybilder hinzugefügt wurden
2 ივნისს 18:00 საათზე
თბილისში - მთავრობის კანცელარიის შენობის წინ (ინგოროყვას ქ. 7)
ქუთაისში - პარლამენტის შენობის წინ (აბაშიძის ქ. 5)
ბათუმში - ევროპის მოედანზე
გაიმართება აქცია მოთხოვნით - შეწყდეს ადამიანების ციხეში ჩასმა მარიხუანას მოხმარების გამო! შეწყდეს იძულებითი ნარკოტესტირება!
ჩვენ ხელისუფლებისგან მოვითხოვთ საქართველოს კანონმდებლობაში ისეთი ცვლილების შეტანას, რომლის შედეგადაც მოქალაქეებს აღარ დაეკისრებათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა კანაფისა და მისგან წარმოებული პროდუქტების მოხმარების და პირადი მოხმარების მიზნით მცირე ოდენობით შენახვის გამო.
ასევე მოვითხოვთ საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამო, ცივილიზებული სახელმწიფოსთვის შეუფერებელი და სამარცხვინო პრაქტიკის - შემთხვევითი შერჩევის წესით მოქალაქეთა დაკავების და მათი იძულებითი ნარკოტესტირების შეწყვეტას.
ისეთი ნარკოკანონმდებლობის არსებობა, რომელიც უარყოფს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, არ პასუხობს ცივილიზაციის თანამედროვე გამოწვევებს და არის ყველა მახასიათებლით არაჰუმანური, შეუძლებელია არ აღელვებდეს ჩვენ ქვეყანაში მცხოვრებ ყველა თავისუფლებისმოყვარე და კულტურულ ადამიანს.
გადავარჩინოთ ჩვენი თანამოქალაქეები დაკანონებული ბოროტებისგან. კიდევ ერთხელ მოვთხოვოთ ხელისუფლებას შეწყვიტოს ადამიანების დევნა მარიხუანას მოხმარების გამო. ერთად შევცვალოთ უსამართლო ნარკოკანონმდებლობა!
2013 წლის 2 ივნისის აქცია: http://bit.ly/1D3u25M
2014 წლის 2 ივნისის აქცია: http://bit.ly/1bcIFNT